ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანი კვლავ ღიაა მოლაპარაკებებისთვის, თუ ვაშინგტონი სერიოზულ მიდგომას გამოიჩენს, თუმცა დაამატა, რომ წინა დიპლომატიური ძალისხმევის შემდეგ ირანს აშშ-ის მიმართ ნდობა არ აქვს.
„ჩვენ მოლაპარაკებებით მხოლოდ მაშინ ვართ დაინტერესებული, თუ მეორე მხარე სერიოზულად არის განწყობილი. ამერიკელების მიმართ ნდობა არ გაგვაჩნია. ვცდილობთ, ცეცხლის შეწყვეტა შევინარჩუნოთ, რათა დიპლომატიას შანსი მიეცეს,“ - თქვა არაღჩიმ ნიუ-დელიში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ირანი მიესალმება ჩინეთის ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას შეერთებულ შტატებთან კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით.
„ჩინეთის მიერ დიპლომატიის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ ნებისმიერ ძალისხმევას ირანის ისლამური რესპუბლიკა მიესალმება“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.