სეპარატისტების ლიდერი ედუარდ კოკოითი დასთანხმდა დაკავებული ოთხი ქართველი მოზარდის მშობლების ცხინვალში შეშვებას და მათ შვილებთან შეხვედრას. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
რაც შეეხება მოზარდების გათავისუფლებას, კოკოითი ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების გათავისუფლებაზე უარს ამბობს. ეს განცხადება სეპარატისტების ლიდერმა გაეროს უმაღლეს კომისართან თომას ჰამერბერგთან დაწყების წინ გააკეთა.
"სამხრეთ ოსეთში არის კანონის უზენაესობა და მისი დამრღვევი შესაბამისად უნდა დაისაჯოს. დაკავებულებიდან არასრულწლოვანი მხოლოდ ორია. ქართული მხარე ფაქტებს აყალბებს და ტყუის, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციები ტენდენციურობით გამოირჩევიან", _ აცხადებს კოკოითი.