მინდა და ვფიქრობ, რომ მეუფე შიო გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი - აცხადებს მედიასთან საუბრისას ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას ესწრება, როგორც დელეგატი მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან.
"ვფიქრობ, რომ ჩვენი უწმინდესის არჩევანი, უწმინდესის გადაწყვეტილება არის ეჭვშეუტანელი და აუცილებლად მინდა და ვფიქრობ, რომ მეუფე შიო გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი. ყველამ, არათუ შემდგომა პატრიარქმა, ყველა ქართველმა უნდა მივბაძოთ ჩვენს უწმინდესს, - ამბობს პაპაშვილი.
ამასთან, მისი თქმით, ინფორმაცია, თითქოს კონკრეტული ბიზნესმენები რომელიმე სასულიერო პირს ლობირებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
"არ არის მართალი, რომ რამეს ლობირებდნენ ბიზნესმენები", - თქვა პაპაშვილმა.
დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის 142-ე საჭეთმპყრობელს აირჩევენ.