გორისა და ატენის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას (გვაზავა) განცხადებით, დასახელებული სამი კანდიდატიდან, მოსალოდნელია, რომ სამივედან ნებისმიერი გახდეს საქართველოს 142-ე პატრიარქი.
„ისტიორიული დღე გვქვს. ეპოქალური მოვლენაა. დღეს ვირჩევით კათოლიკოს - პატრიარქს. 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს. ამას გადაწყვეტს სხდომა და შედეგი. წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია“, - აღნიშნავს მეუფე ანდრია.
კითხავზე მოსალოდნელია თუ არა რომელიმე კანდიდატმა ჩახსნას კანდიდატურა, რაზეც მეუფე უპასუხა, რომ "არ ჰგონია".
"არამგონია, რომ ჩახსნას, ეს არის თავისუფალი გამოხატულება თავისუფალი ნებისა", - განაცხადა მეუფე ანდრიამ.
რაც შეეხება ჩარევებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, როგორც მეუფე ანდრია აღნიშნავს, მასთან არავის ჰქონია საუბარი.
„ამ კითხვაზე, მეღიმება. ვფიქრობ, ჩარევა როდესაც ხდება, ხდება ყველას მიმართებაში. შეიძლება მე და თქვენ ვისაუბროთ და აზრები გავუზიაროთ, მე ის კანდიდატი მომწონს, თქვენ მეორე, როგორ გამოდის? ჩარევა არის?! ჩემთან არავის ჰქონია საუბარი“,- აღნიშნავს მეუფე ანდრია გვაზავა.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.