ხვალინდელი დღე არის ისტორიული, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა "ტვ პირველს" განუცხადა.
მისი თქმიტ, პირადად მასთან არანაირი ჩარევა არ ყოფილა.
"ხვალინდელი დღე არის ისტორიული და წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. არანაირი ჩარევა არ ყოფილა. პირადად ჩემთან არანაირი ჩარევა არ ყოფილა. თუ ვინმესთან იყო ჩარევა, თვითონ იტყვის. პირადად ჩემთან არანაირი ჩარევა არ ყოფილა“, - განაცხადა მეუფე საბა ინწკირველმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.
წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.