.სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დელეგაცია ჩავიდა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავიდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ევგენი სერებრენნიკოვი ხელმძღვანელობს.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, რომ რუსული დელეგაცია ოს ე. წ. დეპუტატებს შეხვდა. შეხვედრაზე ერთობლივი მოქმედებებისა და ურთიერთდახმარების საკითხები განიხილებოდა.
"ჩვენ ერთი ამოცანა გვაქვს. საპარლამენტო დონეზე უნდა შევეშველოთ რესპუბლიკის აღდგენას და ნორმალური ცხოვრებისა და მუშაობისთვის ხელსაყრელი პირობები შევქმნათ", _ განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა ევგენი სერებრენნიკოვმა.