სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. პარლამენტმა სუს-ის უფროსის პოსტზე გელა გელაძე დაამტკიცა, რომელიც აქამდე შს სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
გელაძის კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის 12-მა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა.
კენჭისყრამდე, დახურულ ფორმატში, თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე გეკა გელაძეს მოუსმინეს.
პარლამენტმა გეკა გელაძე თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცა.