პეტერ მადიარი ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, განაახლოს რუსული ნავთობის ტრანზიტი, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია და ამტკიცებს, რომ ახალი მთავრობა დათმობებზე არ წავა.
მადიარმა ხაზი გაუსვა, რომ ენერგორესურსების საკითხი „თამაში არ არის“. მისი აზრით, უკრაინულმა მხარემ უნდა განაახლოს „დრუჟბას“ მილსადენის მუშაობა, თუ ამის ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს.
არსებული ინფორმაციით, მადიარი ვარაუდობს, რომ ტრანზიტის განბლოკვა შესაძლოა უახლოეს დღეებში მოხდეს.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ლიდერს პირადად არ იცნობს, ზეწოლას არ მოითმენს.
„ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ – მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს ამ გზის არჩევას არ ვურჩევდი. ეს არ იქნება მიღებული არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ ევროპაშიც. ევროპელი ლიდერები არ მიიღებენ იმას, რომ მას სურს უკვე შეთანხმებული საკითხების ხელახლა განხილვა და ევროპელი ლიდერების შანტაჟი. ეს იგივეა, თითქოს ვიღაცამ ვახშამზე დამპატიჟოს, მე დავთანხმდე, შემდეგ კი დაიწყოს შანტაჟი: თუ ლეჩო არ იქნება, მაშინ ასე და ასე მოვიქცევიო,“ – აღნიშნა მადიარმა.
ამასთან, უნგრული მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სრულფასოვანი ამოქმედებისთვის მხოლოდ ნავთობსადენის მუშაობის აღდგენა საკმარისი არ არის — აუცილებელია ნავთობის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფაც.