საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ირანსა და აშშ-ს მოუწოდა, შეამცირონ დაძაბულობა ჰორმუზის სრუტის გარშემო და საკითხები დიპლომატიური გზით გადაწყვიტონ.
ამის შესახებ Sky News იუწყება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის პოზიცია „უცვლელი რჩება“ და რომ „ყველა უნდა დამშვიდდეს“.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი სრუტეში პირდაპირი სამიზნედ არ ყოფილა მას შემდეგ, რაც ირანმა შაბათს იქ გემებს ცეცხლი გაუხსნა.
ამასთან, აშშ მხარს უჭერს ირანული პორტების ბლოკადას გასული ორშაბათიდან, ხოლო ირანმა გასული კვირის ბოლოს ჯერ გააუქმა, შემდეგ კი კვლავ დააწესა სრუტის ბლოკადა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ორკვირიანი ზავის გახანგრძლივება „უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა“, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
მან ასევე დაამატა, რომ ჰორმუზის სრუტე დარჩება ბლოკირებული მანამდე, ვიდრე შეთანხმება არ გაფორმდება.