თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მსჯავრდებულების, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
ზურაბიშვილმა პროცესის დაწყებამდე მედიასთან გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ღვთის იმედი აქვს.
"არც წინასწარმეტყველება შემიძლია, არც წინასწარი განწყობა არ მაქვს ისეთი, რადგან ამ სასამართლოს სისტემის არანაირი იმედი არ შეიძლება ამ ქვეყანაში გქონდეს, მაგრამ ერთი მაინც, ღვთის იმედი შეიძლება გქონდეს ადამიანს. ბრწყინვალე შვიდეულის დროს, მოსამართლე თუ იმას გაბედავს, რომ ეს განაჩენი დატოვოს, ესე იგი, ღმერთის არ ეშინია და ჯობს ეშინოდეს",- განაცხადა ზურაბიშვილმა.