მესტია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 მლნ. ლარს მიიღებს. აღნიშნული თანხით მხარის ადმინისტრაცია დაბა მესტიის ცენტრის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს დაიწყებს.
დაბა მესტიის ცენტრის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების, მესტიამ გასულ წელს 3 მლნ. ლარი უკვე მიიღო.
გარდა ამისა მესტია მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 330 ათას ლარს მიიღებს. აღნიშნული თანხით მთავრობა შპს `მესტია რიზორტსის~ კაპიტალს შეავსებს, რომელიც ფულს მესტიაში საბაგირო გზისა და სათხილამურო ტრასების ექსპლოატაციისთვის დახარჯავს. პროექტის ფარგლებში თხილამურების შესანახად კოტეჯი აშენება, გამქირავებელი პუნქტი და გასახდელები მოეწყობა, იმავდროულად მოხდება თხილამურებისა და მისი აქსესუარების შეძენა.
დაგეგმილია ასევე საბაგირო გზისა და თოვლსატკეპნი მანქანებისათვის საწვავ-საპოხი მასალების შეძენა, მაშველებისა და თოვლსატკეპნი მანქანების მძღოლების გადამზადება და სხვა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მესტიაში ტურისტული ინფრასტრუქტურის სერიოზული რეაბილიტაცია-მშენებლობა განხორციელდა. გაიხსნა თამარ მეფის სახელობის აეროპორტი. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მესტიაში 3 სასტუმრო 49 "გესტჰაუსია", რომლებშიც 429 საწოლია.
რაც შეეხება უშგულს, იქ 9 "გესტჰაუსი" ფუნქციონირებს, რომლებიც 71 ადგილზეა გათვლილი. მესტიაში მოქმედებს სასტუმროებთან არსებული 3 რესტორანი.
გასულ წელს უცხოელ ვიზიტორებს შორის სვანეთში დასვენებით წელს ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები გამოირჩეოდნენ, რომელთა რაოდენობამ ტურისტების 51 %-ი შეადგინა.