ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანელები გააფრთხილეს, რომ დღეს არ ისარგებლონ მატარებლებით.
ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ მათი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე თავი აარიდონ მატარებლით მოგზაურობასა და მატარებლის გამოყენებას მთელი ირანის მასშტაბით.
„ძვირფასო მოქალაქეებო, თქვენივე უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, ამ მომენტიდან ირანის დროით 21:00 საათამდე, ირანის მასშტაბით მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავოთ“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ სპარსულ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში.