დიდი ბრიტანეთი და რუსეთი: "ცხელი ხაზი" და გაყინული ტონი. ასეთი სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" სტატიას, რომელიც ლონდონში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტს ეძღვნება.
სტატიაში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი იძულებული გახდა, რუსეთისა და ბრიტანეთის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, ფიცი მას შემდეგ დაედო, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქვეყნებს შორის მუდმივ დაძაბულობაზე სულ ცოტა სამჯერ მაინც აღნიშნა.
"ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთის მხრიდან ეგვიპტეში და ტუნისში რევოლუციების მხარდაჭერა კონტრპროდუქტიული იქნება, ასევე რუსეთი არ ეთანხმება ირანისთვის სანქციების გამკაცრებას და რუსეთსა და დიდ ბრიტანეთის ურთიერთობებში რჩება სერიოზული უთანხმოებები", - წერს გაზეთი.
გამოცემის შეფასებით, ბრიტანეთ-რუსეთს შორის უთანხმოებები არ წყდება და მორიგ ასეთ შემთხვევად "გარდიანის" ჟურნალისტის რუსეთიდან დეპორტაცია გახდა, რომელიც ქვეყნიდან, "რაც მან დაწერა", იმის გამო გააძევეს.
"რუსეთსა და ბრიტანეთს აქვს საერთო ინტერესებიც: მათ რიცხვში აუცილებლად შედის ისეთი მხეცობის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიც მოსკოვის "დომოდემოვოს" აეროპორტში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი ტერაქტია. მაგრამ ჩადით ინგუშეთის სოფელ ალი-იუპტში, საიდანაც მოსკოვში თვითმკვლელი ჩავიდა და სულ სხვა სურათი დაგხვდებათ - რეგიონის სურათი, რომელიც ფარავს აღშფოთებას. ვის მხარეს უნდა იყოს ბრიტანეთი? არ ღირს მეამბოხეების მხარეს ყოფნა, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტ-თვითმკვლელებს აფეთქებენ, მაგრამ არ შეიძლება ზურგი შეაქციო იმ ფაქტს, როდესაც სპეცსამსახურები ისეთ სოფლებში, როგორიც ალი-იურტია დათარეშობენ და მათ მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ევროპის სასამართლოს განხილვის საგანი უნდა გახდეს", - წერს გაზეთი.
"გარდიანის" შეფასებით, რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა ერთმანეთს უნდა მოუსმინონ, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, მათ ერთმანეთის გაიგონ.