აშშ-ს უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი ჯერ არ გაუგზავნია ახლო აღმოსავლეთში, თუმცა შესაძლოა ეს მოხდეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პარასკევს, 27 მარტს, საფრანგეთში, ლე ბურჟეს აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა. იუწყება CNN.
„ეს ჯერ არ მომხდარა. ჯერ არაფერი გადაუგზავნიათ, მაგრამ ეს შესაძლებელია“, - თქვა მან.
რუბიომ განმარტა, რომ არასწორი იქნებოდა ასეთი იარაღის მიწოდებას „გადამისამართება“ ეწოდებინათ.
„ეს არ არის გადამისამართებული იარაღი, ეს ჩვენი იარაღია. ეს არის გაყიდვები, სამხედრო მარაგი PURL-ისთვის, რომელსაც ნატო-ს მიერ ფინანსდება.
თუ შეერთებულ შტატებს აქვს სამხედრო საჭიროება, იქნება ეს ჩვენი მარაგების შევსება თუ შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე მისიის შესრულება, ჩვენ ყოველთვის პირველ ადგილზე ვიქნებით, როდესაც საუბარია ჩვენ იარაღზე. ვერ ვიტყვი, რომ ეს ახლა ხდება [იარაღის გადამისამართება], მაგრამ შეიძლება ეს მოხდეს“, - თქვა რუბიომ.