აბუ დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, BBC წერს, რომ აღნიშნული რაკეტა არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს, თუმცა მისი ნამსხვრევები დასახლებულ ადგილას დაეცა.
რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სუეიჰანის ქუჩაზე ავტომობილები დაზიანდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.