უკრაინული მედიის ცნობით, 24 მარტს ლვოვის ოლქზე რუსული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად ქალაქ ლვოვში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს ცეცხლი გაუჩნდა. სოფელ სერნიკში კიდევ ერთ კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
„მტრის თავდასხმის შედეგად, ლვოვის ცენტრში საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ყველა სამსახური ადგილზე მობილიზებულია“ აცხადებს ლვოვის მერი ანდრიი სადოვი.
მერის თქმით, საჰაერო განგაშის დროს ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა და საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობდნენ.