ლონდონის ჩრდილო-დასავლეთით, გოლდერს გრინის რაიონში, ებრაული ორგანიზაცია „ჰაცოლას“ კუთვნილი სასწრაფო დახმარების ოთხი მანქანა დაწვეს.
BBC News-ის ცნობით, სათვალთავლო კამერებმა სამი კაცი დააფიქსირა, რომლებიც მანქანებს ბენზინს ასხამენ და შემდეგ ცეცხლს უკიდებენ.
სასწრაფო დახმარების მანქანებში განტავსებულმა ჟანგბადის ბალონების აფეთქებამ ახლომდებარე შენობებში ფანჯრები ჩაამსხვრია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
გოლდერს გრინში დიდი ებრაული თემი ცხოვრობს. მეტროპოლიტენის პოლიცია ინციდენტს „ანტისემიტიზმის აქტად“ მიიჩნევს და ცეცხლის წაკიდებაში ეჭვმიტანილებს ეძებს.
„ჰაცოლა“ არაკომერციული სამედიცინო დახმარების სერვისია, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს. კერძოდ, ის ებრაული თემების წევრებისთვის საავადმყოფოებში უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.