ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში კაია კალასმა კვირას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა, ამის შესახებ Reuters-ს ევროკავშირის წარმომადგენელმა განუცხადა.
კალასმა ასევე ცალკე სატელეფონო საუბრები გამართა თურქეთის, კატარის და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
ოფიციალურმა პირის ცნობითმ საუბარი შეეხო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებსა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის გადაუდებელ აუცილებლობას შესახებ.
„ეს შეხვედრები ევროკავშირის მიმდინარე ძალისხმევის ნაწილი იყო, რომელიც დიპლომატიური გზების შესწავლას ისახავს მიზნად“, - თქვა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ „კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ახალი საფრთხეები მილიონობით ადამიანს ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთა საფრთხეს უქმნის “.