დიდი იმედი მაქვს, ილია მეორე ძალიან მძიმე დროს დაგვეხმარება იმაში, რომ ერთობას, რომელიც დღეს შედგა, რომელიც ბევრს არ მოსწონს და არ უნდა, შევინარჩუნებთ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო ყველას, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ერთობლივი დიდი წუხილი, რომელსაც ერთად ვიზიარებთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არ აქვს მნიშვნელობა ცინ სად იდგა, ვინ სად შევიდა და ვინ ვერ შევიდა. დღეს მნიშვნელობა იმას ჰქონდა, რომ ყველანი ვიდექით და ყველამ გამოვხატეთ ასე ჩვენი განწყობა, ჩვენი წუხილი, ჩვენი ტკივილი პატრიარქის წასვლასთან დაკავშირებული და ამავე დროს ის დიდი იმედი, რომ ის ჩვენ დაგვეხმარება ამ ძალიან მძიმე დროს. დაგვეხმარება იმაში, რომ ის ერთობა, რომელიც დღეს შედგა, ეს არის ყველაზე მასშტაბური ერთობა, რომელიც ბევრს არ მოსწონს, ბევრს არ უნდა, ამ ერთობას შევინაჩუნებთ და მემგონი, რომ პატრიარქი ამის ძალას ნამდვილად მოგვცემს.
მინდა, კიდევ ერთი რამ დავამატო, პიროვნული, ერთგვარად გამიხარდა, ძალიან ცუდი სათქმელია, როცა ეს ეხება საფლავს, მაგრამ გამიხარდა, რომ ის საფლავი არის იმ ორ ფრესკას შორის, რომელიც თამილა მგალობლიშვილის მიერ იქნა ჩამოტანილი იერუსალიმიდან და პატრიარქის სურვილისამებრ. ეს არის ნიშანი, რაც გამოგვიგზავნეს იქიდან. დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ ყველას გისამძმრებთ", - თქვა ზურაბიშილმა.
კითხვაზე, ითხხოვა თუ არა საშვი, რათა სიონის ეკლესიაში პატრიარქის დაკრძალვას დასწრებოდა, ზურაბიშვილი ასე პასუხობს:
"ცხადია, რომ არ მქონდა არანაირი კომუნიკაცია, არანაირი საშვი. რომ მქონოდა ვიქნებოდი სადაც შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ აქვე ვიყავი სიონის წინ და ამითაც ვარ ძალიან ბედნიერი", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.