უკრაინის დედაქალაქ კიევში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია დასრულდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საპატიო პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია დილით წმინდა მიქაელის ტაძარში დაიწყო, სადაც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ საღვთო ლიტურგია აღავლინა, რომელსაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსები დაესწრნენ.
საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქ ფილარეტის ცხედარი წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში გადაასვენეს, სადაც ფილარეტი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა.
წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში პატრიარქის დაკრძალვას დაახლოებით 2 000 ადამიანი დაესწრო.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.