სტამბოლის ფათიხის რაიონში ორი შენობა ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ნანგრევების ქვეშ ცხრა ადამიანი მოყვა.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი გაზის აფეთქება გახდა.
ნანგრევების ქვეშ ცხრა ადამიანი იყო მოყოლილი. შვიდი ადამიანი ამოიყვანეს. გავრცელებული ცნობით, მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ამოყვანას ცდილობენ.
სტამბოლის გუბერნატორმა დავუთ გიულმა განაცხადა, რომ მაშველები ამჟამად ნანგრევების ქვეშ კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.
მედიის ცნობით, ერთ-ერთ შენობაში მომხდარმა აფეთქებამ დომინოს ეფექტი გამოიწვია, რასაც მიმდებარე შენობის ჩამონგრევა მოჰყვა. ორივე ნაგებობა მთლიანად განადგურდა.