აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო და მოკავშირეებს „მშიშრები“ უწოდა იმის გამო, რომ ისინი არ შეუერთდნენ აშშ-ის სამხედრო ოპერაციას ჰორმუზის სრუტის განბლოკვის მიზნით.
ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
ამერიკის პრეზიდენტმა აღშფოთება გამოთქვა ნატო-ს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც არ სურთ ირანის წინააღმდეგ ომში ჩარევა, მაგრამ ამავდროულად უჩივიან გლობალური ნავთობის ფასების ზრდას.
ტრამპმა ალიანსს ასევე „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ერთი შეხედვით ძლიერია, სინამდვილეში კი სუსტი და დაუცველია.
„აშშ-ის გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ სურდათ ბირთვული იარაღით აღჭურვილი ირანის შესაჩერებლად ბრძოლაში ჩართვა. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო გზით არის მოგებული, მათთვის ძალიან მცირე საფრთხის გათვალისწინებით, ისინი ჩივიან ნავთობის მაღალ ფასებზე, რომელიც იძულებულნი არიან, გადაიხადონ. თუმცა არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში, მარტივ სამხედრო მანევრში დახმარება, რაც ნავთობის მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია. მათთვის ასე ადვილია ამის გაკეთება, ასე მცირე რისკით. მშიშრები არიან, და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.