ჩრდილოეთსა და სამხრეთში მიმდინარე ომის კონტექსტში, სამხრეთ კავკასიაში გამავალი სავაჭრო გზები უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, მარტა კოსმა, ერევანში ვიზიტის დროს განაცხადა.
„ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, მსოფლიო უფრო არასტაბილური გახდა და ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რატომ არის ჩვენი მუშაობა სამხრეთ კავკასიაში ასეთი მნიშვნელოვანი.
ამან აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სანდო პარტნიორებისა და მეგობრების ყოლა და ზუსტად ასე ვხედავთ ჩვენ სომხეთს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი წელია სომხეთისთვის. მაისში სომხეთი უმასპინძლებს ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტს, რასაც მოჰყვება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეგიონი ევროპისთვის და რამდენად ღრმა გახდა ჩვენი პარტნიორობა. ჩრდილოეთსა და სამხრეთში მიმდინარე ომის კონტექსტში, სამხრეთ კავკასიაში გამავალი სავაჭრო გზები უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე“, - თქვა მან.