აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტით სარგებლობენ, შეუძლიათ მის გასახსნელად ძალისხმევა გამოიჩინონ.
ტრამპის თქმით, თუ სხვა ქვეყნების მხრიდან რეაქცია არ იქნება, ამას შესაძლოა, „ნატო-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს “.
მანადე ტრამპმა მოუწოდა ჩინეთს, საფრანგეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას და დიდ ბრიტანეთს, შეუერთდნენ „ერთობლივ ძალისხმევას“ სრუტის გასახსნელად.
„ჩვენ არ ვიყავით ვალდებული, დავხმარებოდით მათ უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინა ჩვენგან ათასობით კილომეტრით არის დაშორებული. მაგრამ ჩვენ მათ დავეხმარეთ. ახლა ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ისინი ჩვენს დახმარებას. რადგან დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით, მაგრამ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. და დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინი ჩვენ გევრდით იქნებიან“, - თქვა ტრამპმა.