აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის მნიშვნელობა, რათა დასრულდეს გლობალური გადაზიდვების შეფერხება, რაც მთელ მსოფლიოში ხარჯებს ზრდის“, – ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ბრიტანეთის პრემიერმა სამძიმარი გამოთქვა კონფლიქტის დროს დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გამო. ასევე, მხარეები კონტაქტის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.
მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი 15 წუთს გაგრძელდა.