ერ რიადთან და აღმოსავლეთ რეგიონში 26 ირანული დრონი მოიგერიეს და გაანადგურეს. ამის შესახებ BBC საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ დრონებისა და რაკეტების მოგერიების შესახებ ინფორმაცია ასევე გაავრცელეს არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარისა და ქუვეითის ხელისუფლებებმაც.
ქუვეითის ეროვნულმა გვარდიამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ხუთი ირანული დრონი ჩამოაგდო. კატარის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ირანის მიერ გაშვებული ოთხი ბალისტიკური რაკეტა და რამდენიმე დრონი მოიგერიეს.