უკრაინის საჰაერო ძალები იუწყებიან, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინას ღამით სხვადასხვა ტიპის 97 საბრძოლო დრონით შეუტიეს, რომელთა უმეტესობა (დაახლოებით 70) „შაჰედის“ ტიპის დრონი იყო.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 90 დრონი ჩამოაგდეს ან ჩაახშეს.
ამავდროულად, ხუთი დრონის დარტყმები დაფიქსირდა, ხოლო ნამსხვრევები კიდევ ორ ლოკაციაზე ჩაცვივდა.
უკრაინის საჰაერო ძალები გაფრთხილებას ავრცელებენ, რომ დრონებით თავდასხმები გრძელდება.