კიევის ოლქზე რუსეთის მიერ გასულ ღამეს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 22 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია.
ინფორმაციას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიკოლა კალაშნიკი ავრცელებს.
„სამწუხაროდ, რუსეთის მიერ კიევის ოლქზე ღამით განხორციელებული მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ბროვარში 1970 წელს დაბადებული მამაკაცის გარდაცვალება დადასტურდა. ეს ქალაქში ამ თავდასხმის მეოთხე მსხვერპლია. კიდევ ერთი ადამიანი მტერმა ვიშგოროდის რაიონში მოკლა“, - განაცხადა კალაშნიკმა.
კალაშნიკმა ასევე განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად რეგიონის 22 მცხოვრები დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. ბროვარში ორი ადამიანის მდგომარეობაშია მძიმეა.
თავდასხმის შედეგები რეგიონის დაფიქსირდა ბროვარის, ობუხოვის, ვიშგოროდის, ბუჩის, ბორისპილისა და ბელოცერკოვის რაიონებში.
სულ დაზიანდა 184 ნაგებობა, მათ შორის 41 მრავალსართულიანი შენობა და 43 კერძო სახლი. ასევე დაზიანდა საერთო საცხოვრებლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საწყობები და სამრეწველო ობიექტები, ეკლესია, დაუმთავრებელი შენობები, ათობით არასაცხოვრებელი შენობა და 60 სატრანსპორტო საშუალება.
ასევე დაზიანდა დასახლებულ რაიონებში არსებული სასიცოცხლო მნიშვენოლობის სისტემები. კალაშნიკმა აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი დაზიანება ობუხოვისა და ბროვარის რაიონებში დაფიქსირდა.