აშშ-თან ერთად კიდევ ბევრი ქვეყანა გააგზავნის სამხედრო ხომალდებს, რათა ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს საზღვაო ტრანსპორტისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
"კიდევ ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც დაზარალდნენ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის მცდელობით, გაგზავნიან სამხედრო გემებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, რათა სრუტე ღია და უსაფრთხო დარჩეს.
ჩვენ უკვე გავანადგურეთ ირანის სამხედრო შესაძლებლობების 100%, მაგრამ მათთვის მარტივია ერთი-ორი დრონის გაშვება, ნაღმის ჩაგდება ან ახლო მანძილზე მიქმედი რაკეტის გაშვება ამ საზღვაო გზაზე ან მათ სიახლოვეს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმედ არიან დამარცხებულები. იმედია, ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი და სხვები, რომლებიც დაზარალდნენ ამ ხელოვნური შეზღუდვით, გაგზავნიან გემებს ამ რეგიონში, რათა ჰორმუზის სრუტე აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ქვეყნის მხრიდან, რომლის სამხედრო ხელმძღვანელობაც სრულად განადგურებულია. ამასობაში, შეერთებული შტატები გააგრძელებს სანაპირო ზოლის ინტენსიურ დაბომბვას და ირანულ ნავებსა და ხომალდებს ჩაძირავს. ამა თუ იმ გზით, ჩვენ მალე მივაღწევთ, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ იყოს ღია, უსაფრთხო და თავისუფალი", - წერს ტრამპი.