ისრაელმა ბეირუთში, „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„დარტყმებამდე მიღებული იქნა ზომები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად“, – განაცხადეს თავდაცვის ძალებში.
მათი ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 110 სამეთაურო ცენტრზე იქნა იერიში მიტანილი.