უკრაინული მედიის ცნობით, 14 მარტის ღამეს, რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონზე რაკეტებითა და დრონებით მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე რვა დაშავდა.
კიევის ოლქის სანხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიკოლა კალაშნიკის ცნობით, ბროვარის რაიონში ორი ვიშგოროდის რაიონში კი ერთი ადამიანი დაიღუპა.
ამასთან ბროვარის რაიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი.
რამდენიემ რაიონში დაზიანდა სამეურნეო და დამხმარე ნაგებობი, ბუჩაში, კერძო სახლში გაჩნდა ხანძრი, ვიშგოროდის რაიონში კი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ობუხოვის რაიონში დაიწვა ავტომობილები.