ისრაელმა თეირანზე მორიგი ფართომასშტაბიანი დარტყმები დაიწყო. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ირანის დედაქალაქ თეირანზე უფრო ფართომასშტაბიანი დარტყმები დაიწყეს.
სამხედროების თქმით, დარტყმები დედაქალაქის მასშტაბით ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურული ობიექტების წინააღმდეგ არის მიმართული.