უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ირანის ყოფილი შაჰის ვაჟს რეზა ფეჰლევის შეხვდა.
მედიის ცნობით მხარეებმა შეხვედრაზე ირანსა და რეგიონში არსებული ვითარება და ირანის მთავრობის წინააღმდეგ ამერიკის სამხედრო ოპერაცია განიხილეს.
ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რეზა ფეჰლევთან დეტალურად განიხილა ირანსა და რეგიონში არსებული ვითარება.
„პარიზში გადასახლებულ ირანის მემკვიდრე პრინცს, რეზა ფეჰლევის შევხვდი. დეტალურად განვიხილეთ ირანსა და რეგიონში არსებული ვითარება, ისევე როგორც ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაცია. ტახტის მემკვიდრემ და მისმა გუნდმა მაცნობეს იმ სიგნალების შესახებ, რომლებსაც ისინი ქვეყნის შიგნიდან იღებენ. ხელისუფლების ვერტიკალმა მართლაც განიცადა მნიშვნელოვანი დანაკარგები. მნიშვნელოვანია, რომ ირანის რეჟიმმა ვერაფერი მოიგოს, ხოლო ირანელ ხალხს მეტი დაცვა და საკუთარი ბედის განსაზღვრის უფლება მიეცეს. განვიხილეთ, როგორ შეიძლება, საერთაშორისო ზეწოლამ და ერთობლივმა ძალისხმევამ ამას ხელი შეუწყოს
უკრაინას ნამდვილად სურს თავისუფალი ირანის დანახვა, რომელიც არ ითანამშრომლებს რუსეთთან და არ მოახდენს ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და მსოფლიოს დესტაბილიზაციას. მადლობელი ვარ მემკვიდრე პრინცის მისი ცხადი გარანტიებისთვის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში. ჩვენი გუნდები კომუნიკაციას შეინარჩუნებენ“, - წერს ზელენსკი.