აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი, შესაძლოა, ირანს ეხმარებოდეს. ამის შესახებ Associated Press იუწყება.
„ვფიქრობ, ის ალბათ ცოტათი ეხმარება მათ, დიახ, მე ასე ვფიქრობ. და ის ალბათ ფიქრობს, რომ ჩვენ უკრაინას ვეხმარებით, არა?“ - თქვა ტრამპმა.
მისი კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთმა ირანს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც თეირანს რეგიონში აშშ-ის სამხედრო გემებზე, თვითმფრინავებსა და სხვა სამიზნეებზე თავდასხმაში დაეხმარებოდა.
დამაზუსტებელ შეკითხაზე, უწევს თუ არა შეერთებული შტატები დახმარებას უკრაინას, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, ჩვენც ვეხმარებით მათ“.
„და ის ამას ამბობს და ჩინეთიც იგივეს იტყოდა. სიმართლე გითხრათ, ისინი აკეთებენ ამას და ჩვენც ვაკეთებთ“, - თქვა ტრამპმა.