ირანმა ჩრდილოეთ ისრაელის ინტენსიური დაბომბვა განახორციელა, რის შედეგადაც დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
ზარზირის დასახლებულ პუნქტში რამდენიმე შენობა დაზიანდა.
საგანგებო სიტუაციების ეროვნული სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა, რომელთა უმეტესობას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.
ადგილზე საცხოვრებელი შენობებისა და სატრანსპორტო საშუალებების მნიშვნელოვანი დაზიანება დაფიქსირდა.