აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, განაცხადა, რომ ამერიკის დელეგაცია შეხვდა რუსეთის დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი. ამის შესახებ უიტკოფი Х-ზე წერს.
„დღეს ფლორიდაში, რუსეთის დელეგაცია, სპეციალური წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის ხელმძღვანელობით, შეხვდა აშშ-ის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრუენბაუმი,“ - წერს უიტკოფი.
უიტკოფს მოლაპარაკებების დეტალებზე არაფერი უთქვამს,
„მხარეებმა განიხილეს რამდენიმე საკითხი და შეთანხმდნენ, რომ კავშირზე დარჩებიან,“ - აღნიშნა უიტკოფმა.