სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ისტორიკოსი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი გიორგი კანდელაკი დაიბარეს. ინფორმაციას "ტვპირველი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, პოლიტიკოსებთან კითხვები მედიაში გაკეთებული განცხადებების შესახებ აქვთ. პოლიტიკოსების განცხადებები ეხება საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას. "ტვ პირველის ცნობით, თინა ხიდაშელი უწყებაში მისვლას არ აპირებს და მზადაა გამომძიებლების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს თქვეს, რომ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიება აქვთ დაწყებული.