რუსული ტყვეობიდან კიდევ 300 უკრაინელი ჯარისკაცი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლეს.
პარასკევს, ჟენევაში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, ტყვეების გაცვლის მეორე და ბოლო ეტაპი გაიმართა.
„კიდევ 300 უკრაინელი დამცველი რუსული ტყვეობიდან სამშობლოში ბრუნდება. დღეს ასევე დვიბრუნებთ ორი უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქე.
მათ შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და ჩვენი სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები. რიგითები, სერჟანტები და ოფიცრები. ისინი იცავდნენ უკრაინას სხვადასხვა რაიონში: დონეცკში, ლუჰანსკში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ხერსონსა და მარიუპოლში. მათი უმეტესობა ტყვეობაში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, ზოგი კი 2022 წლიდან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
5 მარტს, გაცვლის პირველი ეტაპის ფარგლებში, ჟენევის შეთანხმებების შესაბამისად, რუსული ტყვეობიდან უკრაინაში 200 დამცველი დააბრუნეს.