ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა, უწყებაში შესვლამდე ელჩს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა გუშინ განაცხადა, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, რა არის ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი, რადგან სანქციებს მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება.
გაერთიანებულმა სამეფომ "იმედი და "POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო 24 თებერვალს დაასანქცირა.