უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში, ოლჰა სტეფანიშინამ, განაცხადა, რომ მან ოფიციალური გაფრთხილება მიიღო შეერთებული შტატებისგან უკრაინის მიერ რუსულ ნოვოროსიისკის პორტზე განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით, რამაც “ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებზე გავლენა მოახდინა”
„სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოვისმინეთ, რომ თავი უნდა შევიკავოთ ამერიკულ ინტერესებზე შეტევისგან,“ - განაცხადა სტეფანიშინამ.
ამასან, მან დასძინა, რომ აშშ-მა არ მოუოწდებია კიევს ზოგადად თავი შეეკავებინა რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისგან.
„ეს იმით იყო განპირობებული, რომ იქ ამერიკის ეკონომიკური ინტერესები დაზარალდა. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ“, - განაცხადა დიპლომატმა.
მან დასძინა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წერილში ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინაში ჯერ არ აქვს იგივე ეკონომიკური ინტერესები, რაც ყაზახეთში.