ირანში საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა ირანელ ოფიციალურ პირებს სავიზო შეზღუდვა დაუწესა.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეზღუდვები ვრცელდება 18 ირანელ თანამდებობის პირსა და ტელეკომუნიკაციების სფეროს ხელმძღვანელზე, ასევე მათი ოჯახის წევრებზე, ჯამში 58 პირზე.
ვაშინგტონმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების დროს ირანის ხელისუფლებამ ძალადობა და რეპრესიები გამოიყენა ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის წინააღმდეგ.
შეერთებულმა შტატებში აღნიშნა, რომ გააგრძელებენ ირანელების გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების მხარდაჭერას.
ვაშინგტონმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს გამოიყენოს ყველა არსებული ინსტრუმენტი, რათა ირანის რეჟიმის ოფიციალური პირები პასუხისგებაში მიეცნენ დარღვევებისთვის.