უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების თავგანწირვის წყალობით, ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ მშვიდობიანი ცხოვრებით დატკბნენ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპაში ფრონტს უკრაინელები აკავებენ.
„ჩვენს ხალხს მხარს უჭერს დამოუკიდებელი პოლონეთი და თავისუფალი ბალტიისპირეთის ქვეყნები“, - თქვა მან და აღნიშნა, რომ ევროპაში ყველას ეს არ ესმოდა.
„მხოლოდ ვიქტორს შეუძლია იფიქროს იმაზე, თუ როგორ გაიზარდოს ღიპი და არა იმაზე, თუ როგორ გაზარდოს არმია, რათა შეაჩეროს რუსული ტანკები, რომლებიც შესაძლოა ბუდაპეშტის ქუჩებში დაბრუნდნენ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ გაიხსენა, რომ უკრაინას ამ ომის დასრულება სურს.
„ჩვენი ხალხიდან არც ერთი ირჩევს იყოს ასეთი გმირი. უკრაინას ეს ომი არ აურჩევია... უკრაინელები ადამიანები არიან და არა ტერმინატორები. ჩვენი ხალხიც იღუპება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.