დავიგეგმეთ, რომ კვირის ბოლოს გვექნება შეხვედრა საქართველოს განათლების მინისტრთან, რის შემდეგაც შევაჯერებთ საბოლოო პოზიციებს, რაზეც აკადემიური საბჭო მიიღებს ან ასეთ, ან ისეთ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ განათლების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ
"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. 4 საათზე მეტი გაგრძელდა შეხვედრა... უნივერსიტეტის აკადემიურმა საზოგადოებამ, აკადემიურმა საბჭომ, ასევე დეკანებმა, ინსტიტუტის დირექტორებმა, ლექტორებმა და ადმინისტრაციამ წარმოადგინა თავისი მოსაზრებები და წინადადებები სამინისტროსთან, კონცეფციასთან დაკავშირებით, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტების შერწყმა. რა არის ამაში დადებითი მხარე, რას ვხედავთ უარყოფით მხარეს. ეს იყო პროფესიული საუბარი... დავიგეგმეთ, რომ კვირის ბოლოს გვექნება შეხვედრა საქართველოს განათლების მინისტრთან, რის შემდეგაც შევაჯერებთ საბოლოო პოზიციებს, რაზეც აკადემიური საბჭო მიიღებს ან ასეთ, ან ისეთ გადაწყვეტილებას..." , თქვა სტუ-ს დავით გურგენიძემ.