"ჰელსინკის კომიტეტი რატომ გადაიდოო? ზოგი მზეს ხედავს ვაშინგტონში, სადაც ჯერ დილის 5 საათია", - ასე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელშიც ის აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგის გადადებაზე საუბობს.
სალომე ზურაბიშვილმა ამინდის პროგნოზი გამოქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ამ დროისთვის ვაშინგტონში მინუს 13 გრადუსია.
"ჩავხედე ვაშინგტონის ამინდის პროგნოზს და მზიანი, უნალექო ამინდია და როგორც ჩანს ვაშინგტონში ალაგ-ალაგ ქარი ქრის და შეიძლება იმ ალაგზე ცუდი ამინდია"- თქვა დღეს ჟურნალისტებთან შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტერს იწვევენ მოწმედ, კარგად ყოფილა მათი საქმე.
„ერთი რამე იყო თვალში საცემი, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერს, ლორა თორნტონს, რომელიც მას სექსუალურ მოძალადედ მოიხსენიებს, ჩვენების მისაცემად იწვევ, პირველ რიგში, საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს ჰელსინკის კომისია. პრეზიდენტ ტრამპის მტერს როდესაც იწვევენ მოწმედ, ეს მეტყველებს, რომ ვერ ერკვევიან საკითხებში, ვისთან საუბრობენ, ვისთან აქვთ საქმე. ასეთ ხალხს თუ ეყრდნობიან აზრის ჩამოსაყალიბებლად, კარგად ყოფილა მათი საქმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.