საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არიან „სინდისის პატიმრები“, პოლიტიკური ლიდერები იმყოფებიან ციხეში, ხოლო პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი განიხილება, დიალოგზე საუბარი საზოგადოების დაცინვაა.
"[დებატები] დღეს არის ერთის მხრივ უაზრო მცდელობა "ქართული ოცნების", მეორე, ნათელი არის, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა რომ ოპოზიციაში შექმნან რაღაც სხვადასხვა მოსაზრებები - ვიღაცა გამოვიდეს და თქვას, რომ მე წავალ, მეორემ თქვას რომ მე არ წავალ და ამაზე ატყდეს კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი.
ამიტომ, დებატები არ არის დღეს მიზანშეწონილი. გამოუშვან სინდისის პატიმრები, გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები, დაიწყონ ნამდვილი, ახალი, საზოგადოებასთან და არა ოპოზიციასთან, სხვა ურთიერთობა, არა ძალადობრივი და არა მუქარით, არა კანონების მიღებით, რომელიც არავისთან არ არის განხილული წინასწარ, რომ შეცვალეს კანონმდებლობაში, რომ პარლამენტში აღარ არის საჭირო განხილული იყოს კანონი საზოგადოების წარმომადგენლებთან, სანამ იქნება მიღებული. ეს ყველაფერი არის ჯერ შესაცვლელი იმისთვის, რომ ვინმემ დაიჯეროს, რომ შეიძლება ამ რეჟიმთან რამე ტიპის დიალოგი, თუ დებატი თუ რაც იქნება," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.