ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის დაღუპვის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 2025 წლის 14 ივნისს ავტოავარიისას სამი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა და ორი პირი დაშავდა.
“სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ბათუმიდან სარფის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით ავტომანქანაში მყოფი სამი პირი გარდაიცვალა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.