არც ერთ ეტაპზე, გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ჯგუფურ მოქმედებაში მსჯავრდებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
"ამ ადამიანებს უნდათ რომ სხვა რეალობა დაგვანახონ. ყველა ეტაპზე გამორიცხული იყო აღიარება, რადგან არ ჰქონია ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულს. მაქსიმუმ რაც შეიძლებოდა ადმინისტაციულ დანაშაულზე გველაპარაკა, ეგეც სადაოა. წარმოუდგენელ რეალობის ჩვენება უნდათ პროკურორებს. როგორი გადაწვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, რეალობა იქნება ერთი...დიდი მადლობა", - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, დაცვის მხარე კი საერთოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.