სახელმწიფო აპარატის ერთადერთი მიზანი ივანიშვილის ძალაუფლებისთვის იმ მტვერის გადაწმენდაა, რასაც მოკლული მასწავლებლის დედის შეუპოვარი ხმაური ქმნიდა, - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, არავინ განისჯება სამართლიანად, არც დამნაშავე და არც უდანაშაულო, ვიდრე სამართლიანი სასამართლო არ იქნება.
"უბედურება იმაშია, რომ ახალგაზრდა მასწავლებლის სასტიკ მკვლელობაში დამნაშავეებსაც არ ექნებათ სამართლიანი სასამართლო.
ყველაფერი წყდება პოლიტიკური კონიუნქტურით - არავის აინტერესებს სამართალი!
ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფო აპარატის ერთადერთი მიზანი ივანიშვილის ძალაუფლებისთვის იმ მტვერის გადაწმენდაა, რასაც მოკლული მასწავლებლის დედის შეუპოვარი ხმაური ქმნიდა.
არ არსებობს არცერთი ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტი, რომლის სიტყვაც შეგვიძლია ვირწმუნოთ და გავიგოთ, სინამდვილეში რა მოხდა.
არავინ განისჯება სამართლიანად, არც დამნაშავე და არც უდანაშაულო, იქამდე სანამ სამართლიანი სასამართლო არ იქნება.
ვისაც უსამართლო სისტემის ნგრევა 2012 წელს გულწრფელად გსურდათ, შეუძლებელია ამ კატასტროფულ უსამართლობას ახლა ვერ ხედავდეთ და დროა სტრატეგიული დუმილი სტრატეგიული წინააღმდეგობით ჩაანაცვლოთ", - წერს ჩერგოლეიშვილი.