ისაკო დევიძე, რომელსაც ორშაბათს ეწურებოდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, თურმე დღეს სასამართლოში წაუყვანიათ და იქიდან ციხეში - სავარაუდოდ ბრალის წარუდგინეს სისხლის სამართლის წესით,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, მარიკა არევაძე წერს.
„ისაკო დევიძე, რომელსაც ორშაბათს ეწურებოდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, ოჯახის ინფორმაციით თურმე დღეს სასამართლოში წაუყვანიათ და იქიდან ციხეში.
სავარაუდოდ მოახდინეს ბრალის წარდგენა, სისხლში გადაყვანა, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და გლდანის ციხეში გადაყვანა. ამ ყველაფრის შესახებ კი არც ოჯახის და არც ადვოკატის ინფორმირება არ ყოფილა”,- წერს მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში.
აქტივისტი ისაკო დევიძე 20 დეკემბერს თავისუფლების მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობის დროს დააკავეს. ისსასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მას 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.