რასაკვირველია, შეწყალება არის სწორედ ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ შესაწყალებელსაც გააჩნია - ადამიანი, რომელიც გეუბნება, რომ უნდა დაინგრეს და ცეცხლში გაეხვეს საქართველო და ამასთან დაკავშირებით წუხილს არ განიცდის, რასაკვირველია, ძალიან ძნელია შეწყალებაზე საუბარი - არ მგონია, რომ ვინმე ადამიანს უნდა ჰქონდეს რაიმე დათმობა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცი-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, შესაწყალებლებთან დაკავშირებით ყაველაშვილი კონსულტაციებს "ოცნების" გუნდთან გაივლის.
"თუკი ვიმსჯელებთ გარკვეული თემებით, ემოციებით, სწავლებებით, რასაკვირველია, მოწყალება არის ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ შესაწყალებელსაც გააჩნია. ადამიანი, რომელიც გეუბნება, რომ უნდა დაინგრეს და ცეცხლში გაეხვეს საქართველო და ამას არ უარყოფს და არანაირ წუხილს ამასთან დაკავშირებით არ განიცდის, რასაკვირველია, ამ შემთხვევაში, ძალიან ძნელია შეწყალებაზე ლაპარაკი. რასაკვირველია, ყაველაშვილი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, საკმაოდ პრინიპული ადამიანია, მაგრამ კონსულტაციები ექნება ყველა მიმართულებით. ასე მგონია, რომ ამ კონსულტაციების გარეშე არ უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული", - თქვა ვოლსკიმ.